სუფთა და დანაგვიანებული გარემო
პროექტის მთავარი იდეა: სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია.
პროექტის აქტუალობა: ისწავლიან რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას? როგორ უნდა მოიქცე, რომ შენი ქალაქი ან სოფელი არ დაანაგვიანო?
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია. მიეჩვევიან გარემოს დასუფთავებას. ისწავლიან, არ დაყარონ ნაგავი შეუფერებელ ადგილას.
მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და შედეგად მივიღებთ დასუფთავებულ გარემოს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცოცხი, აქანდაზი, ურნა, ხელთათმანი. საწერკალამი, რვეული.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I დღე: მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას გონებრივი იერიშის საფუძველზე.
II დღე: კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებებს: Iჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაგროვონ ინფორმაცია, რა ანგვიანებს გარემოს.
II ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ და ჩამოაყალიბონ რა შედეგები მოჰყვება ბუნების დანაგვიანებას.
III დღე: მოძიებული მასალების მონიტორინგი.
IVდღე: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
Vდღე: მოძიებული და შესწავლილი მასალების,აგრეთვე განხორციელებული სამუშაოს პრეზენტაცია და განხილვა.
VI დღე: მოსწავლეებთან ერთად პროექტის შემაჯამებელი შეფასება: პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, შედეგად მივიღეთ სუფთა და მოწესრიგებული გარემო.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება.
ბუნ.III.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
· თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა სირბილაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: shorenasirbiladze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий