სასწავლო პროექტი


სუფთა და დანაგვიანებული გარემო

პროექტის მთავარი იდეა: სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია.

პროექტის აქტუალობა:   ისწავლიან რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას? როგორ უნდა მოიქცე, რომ შენი ქალაქი ან სოფელი არ დაანაგვიანო?

პროექტის მიზანი:  მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია. მიეჩვევიან გარემოს დასუფთავებას. ისწავლიან, არ დაყარონ ნაგავი შეუფერებელ ადგილას.

მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და შედეგად მივიღებთ დასუფთავებულ გარემოს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცოცხი, აქანდაზი, ურნა, ხელთათმანი. საწერკალამი, რვეული.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I დღე: მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას გონებრივი იერიშის საფუძველზე.
II დღე: კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებებს: Iჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაგროვონ ინფორმაცია, რა ანგვიანებს გარემოს.
II ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ და ჩამოაყალიბონ რა შედეგები მოჰყვება ბუნების დანაგვიანებას.
III დღე: მოძიებული მასალების მონიტორინგი.
IVდღე: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
Vდღე: მოძიებული და შესწავლილი მასალების,აგრეთვე განხორციელებული სამუშაოს პრეზენტაცია და  განხილვა.
VI დღე: მოსწავლეებთან ერთად პროექტის შემაჯამებელი შეფასება: პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, შედეგად მივიღეთ სუფთა და მოწესრიგებული გარემო.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება.

ბუნ.III.11.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·           თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა სირბილაძე.

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: shorenasirbiladze@gmail.com